20:16 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-29 22:33:01, 1671 ნახვა

პოლიტიკა
გონჩარენკო - არ მივათრევთ საქართველოს ომისკენ, არ ჩაებათ, მაგრამ დაგვიჭირეთ მხარი

ჩეხეთი, პოლონეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი - ისინი არ ჩაებნენ ომში, მაგრამ ისინი უჭერენ მხარს უკრაინას, არც საქართველო ჩაებას ომში, მაგრამ დაგვიჭირეთ მხარი კონკრეტული საკითხებით, - განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ.

მისივე თქმით,მას სურს,რომ საქართველოში დაისადგუროს კეთილდღეობამ და ტერიტორიულმა მთლიანობამ.

მან განცხადებში ასევე აღნიშნა,რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია.

"მე ძალიან მიყვარს საქართველო და შემიძლია გითხრათ - გაუმარჯოს საქართველოს! მე მსურს, რომ ვიხილო საქართველო განვითარებული, ლამაზი, საქართველოში დაისადგუროს კეთილდღეობამ, ევროკავშირის წევრობა, NATO-ს წევრობა, ტერიტორიული მთლიანობა საქართველოს. აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია. მე არ მივათრევ საქართველოს ომისკენ, არც ერთი უკრაინელი ასე არ იქცევა. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ქართველი მოხალისეებისა, რომლებიც ჩვენ მხარდამხარ იბრძვიან, მადლობა ამისთვის. ჩვენ არ მივათრევთ საქართველოს ომისკენ, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ გვსურს ვიხილოთ ნათელი პოზიცია საქართველოსი. ჩეხეთი, პოლონეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი - ისინი არ ჩაებნენ ომში, მაგრამ ისინი უჭერენ მხარს უკრაინას. არ ჩაებათ ომში, მაგრამ დაგვიჭირეთ მხარი კონკრეტული საკითხებით." - განაცხადა გონჩარენკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics