|
2022-11-28 21:45:14, 934 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ოთახიდან ნიკა მელია ვერ დაგეგმავს და ვერც მობილიზაციას გააკეთებს
ოთახიდან ნიკა მელია ვერ დაგეგმავს და ვერც მობილიზაციას გააკეთებს. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, იგი აგრძელებს შეხვედრებს რეგიონებში მოქალაქეებთან. "არჩევნები თურმე იყო უდროო, არჩევნების დროს ჩვენ ვხვდებით მოქალაქეებს, შევხვდი მოქალაქეებს რუსთავში, გორში და ველაპარაკები, ველაპარაკები შიდა არჩევნების გარდა მობილიზაციის დაწყებაზე, ოთახიდან ნიკა მელია ვერ დაგეგმავს და ვერც მობილიზაციას ვერ გააკეთებს. ოთახიდან დაგეგმილი რიგგარეშე არჩევნები ნიკა მელიასი ჩვენ ვნახეთ, ამიტომ მე ნიკასაც მოვუწოდებ რომ მეტი იაროს რაიონებში. შეგახსენებთ, რომ დღეს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, რადგან არ სურდა, რომ სხდომა ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებულიყო. სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)