08:51 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-23 17:41:24, 1733 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - სანამ ზოგი მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლების რაოდენობას ელოდება, ჩვენ ჩამოგდებულ რუსულ რაკეტებს ვითვლით

სანამ ზოგი მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლების რაოდენობას ელოდება, უკრაინელები ჩამოგდებული რუსული რაკეტების რაოდენობას ველოდებით. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს კიდევ ერთი მასიური თავდასხმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე.

"სანამ ზოგი მსოფლიო ჩემპიონატის შედეგებს და გატანილი გოლების რაოდენობას ელოდება, უკრაინელები სხვა რაოდენობას ველოდებით - ჩამოგდებული რუსული რაკეტების რაოდენობას. მიმდინარეობს კიდევ ერთი მასიური თავდასხმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ გვჯერა NASAM-ის, IRS-T-ისა და ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების". - ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics