|
2022-11-18 12:58:47, 1062 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი ვაშაძეს - თქვენ მიაყენეთ შეურაცხყოფა ჩვენს საზოგადოებას, ამ დროს მქონდა განცდა, რომ საკუთარ თავზე ლაპარაკობდით
თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობისა და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტში, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ღარიბაშვილის შეფასებით, ვაშაძემ საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა. "ჩვენ ახლა მოვისმინეთ ბატონი გიორგი ვაშაძის ემოციური გამოსვლა. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას, ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი. ეს არის ფარისევლობა, ეს არის სიყალბე, ეს არის ტყუილი რასაც თქვენ აკეთებთ და რაც თქვენ ახლა ჩაიდინეთ. ამის გარდა, თქვენ რა თქმა უნდა, შეურაცხყოფა მიაყენეთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენს დეპუტატებს და ჩვენ ყველას. ამ დროს, რეალურად მე მქონდა განცდა, რომ თქვენ საკუთარ თავზე ლაპარაკობდით", - უთხრა ღარიბაშვილმა ვაშაძეს პარლამენტის ტრიბუნიდან. შეგახსენებთ, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურს ამ სიტყვებით მიმართა: "თქვენი არჩევანი არის რუსეთის მონობა და ლაჩრობა, ხოლო ჩვენი - ღირსეული, ძლიერი საქართველო". ცნობისთვის, კანონმდებლები დღეს პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძისა და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს უნდა უპასუხოს. შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)