12:10 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 19:09:11, 1527 ნახვა

ომი უკრაინაში
ბლინკენი - თუ კი ეჭვი გეპარებათ უკრაინელების სიმტკიცეში, უბრალოდ შეხედეთ გათავისუფლებული ხერსონის მოსახლეობას

თუ კი ეჭვი გეპარებათ უკრაინელების სიმტკიცეში, უბრალოდ შეხედეთ გათავისუფლებული ხერსონის მოსახლეობას. - ამის შესახებ ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინმა ვერ მოახერხა უკრაინის დამარცხება და ახლა მას გონია, რომ უკრაინის ჩაბნელებითა და გაყინვით უკრაინელების ნებას შეასუსტებს.

"პრეზიდენტი პუტინი კვლავ განაგრძობს დეესკალაციის შესახებ მსოფლიოს ქვეყნების მოწოდებების იგნორირებას. ნაცვლად ამისა ის ირჩევს ესკალაციას და სარაკეტო თავდასხმებს ახორციელებს უკრაინის ისეთ ინფრასტრუქტურაზე რომელიც მილიონობით მოქალაქეს გათბობას, ელექტროენერგიასა და წყალს აწვდის. სანამ მსოფლიო ცდილობს დაეხმაროს ყველაზე მოწყვლად ადამიანებს, რუსეთი სწორედ ასეთ ადამიანებს იღებს მიზანში. სანამ მსოფლიო ლიდერები იღებენ ვალდებულებას, რომ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ერთგულები იყვნენ, პრეზიდენტი პუტინი ამ პრინციპების დარღვევას აგრძელებს. პუტინმა ვერ მოახერხა უკრაინის დამარცხება და ახლა მას გონია, რომ უკრაინის ჩაბნელებითა და გაყინვით უკრაინელების ნებას შეასუსტებს, ვისაც ეჭვი ეპარება უკრაინელების სიმტკიცეში, უბრალოდ შეხედოს გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონის მოსახლეობას". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,რომ რუსმა ოკუპანტებმა დილით უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics