03:50 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-15 16:55:00, 884 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - 2024 წლის არჩევნებზე „ნაცმოძრაობის“ ადგილებს პარლამენტში სხვა ოპოზიციური პარტიები დაიკავებენ

ამომრჩევლების დიდ ნაწილს აღარ სჯერა ამ პარტიის,მათ არ ყავთ მომავალზე ორიენტირებული ლიდერები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე განაცხადა. 

თალაკვაძის თქმით,პარტიის შიგნით მიმდინარეობს დაშლის პროცესი,მიზეზი კი გავლენებია,რომელსაც ვერ იყოფენ დამფინანსებლების და მედიაზე ზეგავლენის ასპექტში.

"მათი ამომრჩევლების დიდ ნაწილს აღარ სჯერათ ამ პარტიის,მათ არ ყავთ მომავალზე ორიენტირებული ლიდერები,ასევე არ აქვთ მომავლის დღის წესრიგი.რა თქმაუნდა ეს უკვე არის დიდი იმედგაცრუება ამომრჩევლების ვინც მათ მხარი დაუჭირა.მე დარწმუნებული ვარ რომ მთავარი ოპოზიციის ადგილს პარლამენტში 2024 წლის არჩევნებზე უკვე სხვა პარტიები დაიკავებენ.პარტიის შიგნით მიმდინარეობს დაშლის პროცესი,ვერ იყოფენ კეზერაშვილს,ვერ იყოფენ დამფინანსებლებს და მედიაზე გავლენას", - განაცხადა თალაკვაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს.

ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics