14:04 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 19:41:27, 1321 ნახვა

ომი უკრაინაში
კანადის პრემიერი - უკრაინას დამატებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გავუწევთ

კანადა უკრაინას დამატებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს. - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

მისივე თქმით, დახმარება მოიცავს სათვალთვალო და საკომუნიკაციო აღჭურვილობას, საწვავსა და სამედიცინო აღჭურვილობას.

"კანადა უკრაინას დამატებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს, დახმარება მოიცავს სათვალთვალო და საკომუნიკაციო აღჭურვილობას, საწვავსა და სამედიცინო აღჭურვილობას, ასევე სანქციები დაუწესდა 23 პირს, რომლებიც ადამიანის უფლებების სისტემურ, უხეშ დარღვევაში იყვნენ ბრალდებულნი". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ, კადრები შუმენსკის რაიონიდან გავრცელდა, ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუს სამხედროებს მიმართავს და ხერსონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წერს, რომ ხერსონი უკრაინის კონტროლს უბრუნდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics