|
2022-11-14 17:33:08, 1099 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ევროპარლამენტარებისგან კიდევ უფრო მკაცრი ენა მიიღოს
„ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ ევროპარლამენტარებისგან საბოლოო ანგარიშში კოდევ უფრო მკაცრი ენა მიიღოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ "მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება" თანამშრომლობის ნაცვლად, მუდმივად იგნორირებას უკეთებს ევროპარლამენტს, რაც საქართველოს ევროპულ ინტერესს ეწინააღმდეგება. "საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთიანი შეთანხმებული ვარიანტი მივიღეთ, იქნებოდა ეს მემარჯვენე თუ მემარცხენე ძალა. „ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ კოდევ უფრო მკაცრი ენა მიიღოს ებროპარლამენტარებისგან საბოლოო ანგარიშში, მათ არ ესმით ევროპარლამენტში პროცედურები, რას ნიშნავს საერთო პოლიტიკური შეფასება, რას ნიშნავს ცვლილებები და დამატებები. აღმოსავლეთ პარტნიორების ყველა ქვეყანა ცდილობს, გაიგოს და კარგად გაითავისოს, რას ამბობს ევროპარლამენტი, იმუშაონ მასთან ერთად, ქართული ოცნება კი თანამშრომლობის ნაცვლად, მუდმივად იგნორირებას უკეთებს ევროპარლამენტს, რაც საქართველოს ევროპულ ინტერესს ეწინააღმდეგება", - განაცხადა ევროპარლამენტარმა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო და სწორედ ამ რეზოლუციის ერთ-ერთი შენიშვნა ეხება ნიკა გვარამიას საქმეს, სადაც ევროპარლამენტარები საქმის გადახედვას ითხოვდნენ, ასევე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობასა, და რეზოლუციის თანახმად, უნდა მოგვარდეს ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)