07:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 16:21:08, 1862 ნახვა

რეგიონი
ქედაში, გაეროს განვითარების პროგრამის ოფისმა „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში" პროექტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა

დღეს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს ოფისმა, ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში" (IRDG) პროექტის ფარგლებში  საბოლოო შეფასებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

 პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო კონსულტანტი კრისტიან ბუნიონი  ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილეს იმედა ვასაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს  ამირან ცინცაძეს და საფინანსო სამსახურის უფროსს ჯემალ ტაკიძეს შეხვდა.   

შეფასების მიზანია პროექტის მიმდინარეობის, შედეგების, გამოწვევების, მიღებული გამოცდილების შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება  პროექტის შემდეგი ფაზის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები ასევე,  ისაუბრეს პროექტის წარმატებებზე და გამოწვევებზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics