07:25 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 15:43:27, 975 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია სიტუაციის შეცვლა - ასეთი ინსტრუმენტი პატიმრის შეწყალებაა

საქართველოს პრეზიდენტი ევროპული აზროვნების ადამიანია, იცის, რას ნიშნავს დემოკრატია და ევროკომისიის 12 მოთხოვნა, - ასე აფასებს ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ნიკა გვარამიას შეწყალების შანსებს.

როგორც ევროპარლამენტარმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია სიტუაციის შეცვლა და დროა, გამოიყენოს პატიმრის შეწყალების ბერკეტი, რათა "ევროპარლამენტში ერთი კარგი მესიჯი გააგზავნოს". 

"მე ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტი არის ევროპული აზროვნების ადამიანი. იცის, რას ნიშნავს დემოკრატია და რას ნიშნავს ევროკომისიის 12 მოთხოვნა. მე ვფიქრობ, მან იცის, რა არის დეოლიგარქიზაცია. მან ეს ყველაფერი შიგნიდან იცის. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია პრეზიდენტისთვის, რომ იმოქმედოს. მას შეუძლია სიტუაციის შეცვლა - ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი პატიმრის შეწყალებაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებულია, ამიტომ მე ვენდობი თქვენს პრეზიდენტს, მისი დროა, რომ თქვას სიტყვა და გააგზავნოს ერთი კარგი მესიჯი საქართველოდან თქვენი მეგობრებისთვის ევროპარლამენტში, რომ ჩვენ ვთქვათ, ეს არის იმედი საქართველოში, ის დაბრუნდება ევროკავშირის გზაზე",- ამბობს რასა იუკნევიჩიენე.

ცნობისთვის, გუშინ, 7 ნოემბერს 12-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით, წერილით მიმართა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics