10:29 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-07 16:51:38, 1703 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ონში „ჭიორა ჰესი“ შენდება

„საქართველოს ბანკი“ ენერგოპროექტების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით ონის მუნიციპალიტეტში, „ჭიორა ჰესი“ შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 26 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 20.1 მილიონ დოლარს შეადგენს. ფინანსური რესურსი მთლიანად მოხმარდება ტურბინა გენერატორების შეძენასა და სამშენებლო სამუშაოებს.

„საქართველოს ბანკის“ დახმარებით ჰესის მშენებლობა 2020 წელს დავიწყეთ. ჭიორა ჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას 10 წლის მანძილზე სახელმწიფო შეისყიდის, რომელიც წლის ჭრილში რვა თვის განმავლობაში მოიხმარს, ხოლო 4 თვე ელექტროენერგიის რეალიზაცია თავისუფალ ბაზარზე მოხდება. ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოს ქსელში მოხვდება და მისი მიწოდება, როგორც ინდუსტრიულ/კომერციულ, ისე, საცალო მომხმარებელთან მოხდება. ჰესის სიმძლავრე 17 მეგავატს უტოლდება და გაშვების შემდეგ ქვეყნის წლიური გენერაცია 60 მლნ. კილოვატი საათით გაიზრდება,“ - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, გივი გიგინეიშვილმა.

„ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება მზარდია და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ენერგორესურსის საჭიროება დადგება. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ქვეყნისთვის საჭირო პროექტების განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული პროექტი წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში, დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას და ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. „საქართველოს ბანკი“ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებას ითვალისწინებს”, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი ბერიანიძემ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics