18:43 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-01 19:33:39, 1765 ნახვა

ომი უკრაინაში
მედვედევი - მსოფლიო კონფლიქტის თავიდან აცილება მხოლოდ რუსეთის სრული გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი

მსოფლიო კონფლიქტის თავიდან აცილება მხოლოდ რუსეთის სრული გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი. - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისივე თქმით,დასავლეთის ქვეყნები მსოფლიო გლობალური ომისკენ უბიძგებენ, როდესაც საუბრობენ, რომ უკრაინამ ომში უნდა გაიმარჯვოს.

"  ცნობილი თეზისი, რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, გაიმარჯვოს ომში - რა ნიშნავს ის სინამდვილეში? თვალი მიადევნეთ მარტივ ფორმალურ ლოგიკას. თუ რუსეთი არ გაიმარჯვებს, მაშინ გაიმარჯვებს ალბათ უკრაინა. უკრაინის მიზნები ომში დაასახელა კიევის რეჟიმმა. ესაა ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომლებიც ადრე მას ეკუთვნოდა,ეს წარმოადგენს საფრთხეს რუსეთის სახელმწიფოს არსებობისთვის და ნიშნავს დღევანდელი რუსეთის დაშლას და მხოლოდ რუსეთის სრული და საბოლოო გამარჯვება არის გარანტი მსოფლიო კონფლიქტის წინააღმდეგ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics