19:45 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-31 22:01:06, 1844 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში 12 ქვეყანა ეხმარება

უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში 12 ქვეყანა ეხმარება. - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე თქმით, დიპლომატები საჭიროებებთან დაკავშირებით მწარმოებელ კომპანიებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, შვედეთი, ჩინეთი და სხვები.

„ჩვენ უკვე შევთანხმდით მოწყობილობების მიწოდებაზე 12 ქვეყნის მთავრობებთან და კომპანიებთან: ისრაელის, ესპანეთის, იტალიის, ლიეტუვის, გერმანიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, პოლონეთის, სამხრეთ კორეის, სლოვაკეთი, სლოვენიის, ფინეთის და საფრანგეთის. მთლიანობაში საუბარია ენერგეტიკული მოწყობილობების 954 ერთეულზე. დახმარების პირველი პარტიები უკვე უკრაინაშია, დანარჩენებს კი უახლოეს მომავალში ველოდებით. ვაგრძელებთ მუშაობას პარტნიორების წრის და მხარდაჭერის მოცულობის გასაზრდელად“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics