|
2022-10-28 11:53:25, 2293 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - პუტინის ნარატივი, მიუთითებს მის მუდმივ მიზანზე, გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო და ხალხი
პუტინის განცხადებებმა უკრაინის შესახებ უნდა აიძულოს სხვები დაფიქრდნენ არის თუ არა ომი გენოციდის აქტი,- ამის შესახებ განცხადებას ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ავრცელებს. მათი ცნობით, ვალდაის კლუბში გამოსვლისას პუტინი განაგრძობდა უკრაინის სუვერენიტეტის უარყოფას, რაც ფუნდამენტურად შეუთავსებელია სერიოზულ მოლაპარაკებებთან. „პუტინის ნარატივი, რომ უკრაინა და რუსეთი ერთი ხალხია, რომლებიც იყოფა სხვადასხვა სახელმწიფოებად თვითნებური ისტორიული გარემოებების გამო, მიუთითებს მის მუდმივ მიზანზე, გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო და წაშალოს უკრაინელი ხალხის კონცეფცია“,- ვკითხულობთ ანგარიშში. ISW-ის ცნობითვე, 27 ოქტომბერს პუტინმა განაცხადა, რომ "უკრაინის სუვერენიტეტის ერთადერთი რეალური გარანტია" შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი, რომელმაც "შექმნა" უკრაინა და„ისტორიული ფაქტია“, რომ უკრაინელები და რუსები არსებითად „ერთი ხალხი“ შეცდომით იყოფა „სხვადასხვა სახელმწიფოებად“. „ეს განცხადებები, რუსეთის ბევრ ქმედებებთან ერთად, უნდა იწვევდეს კითხვას, არის თუ არა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გენოციდი, რადგან გენოციდი იურიდიულად არის განსაზღვრული, როგორც „აქტი, რომელიც ჩადენილია განადგურების მიზნით”. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ. ამასთან,14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ, რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა და იგივე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებასაც.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)