13:16 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 11:25:35, 732 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ შამუგია ისრაელის ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ისრაელის სახელმწიფოს  საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. 

ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ისრაელის მთავრობას მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოების ისტორიული ურთიერთობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე, მინისტრმა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამედროვე ცოდნის გამოყენების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის  MASHAV  მიერ საქართველოში განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტის  მნიშვნელობაზე  ისაუბრა. 

ოთარ შამუგიამ ისრაელის ელჩს „იმერეთის აგრო ზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნული მიმართულებით სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დაინტერესების და ჩართულობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. 

როგორც ჰადას ესტერ მეიცადმა აღნიშნა, საქართველო-ისრაელის თანამშრომლობა ისტორიულია, რაც ურთიერთსასარგებლო მიმდინარე და ახალი პროექტების განხორციელებით მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოში MASHAV-ის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჟღენტი ესწრებოდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
დაკავეს კაცი, რომელიც პენსიონერებს ატყუებდა და ფულს ითვისებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics