|
2022-10-27 18:21:37, 804 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ევროინტეგრაციის გაღრმავების პარალელურად, საქართველომ უნდა შეძლოს აფხაზური ენის გადარჩენა და განვითარება
ევროინტეგრაციის გაღრმავების პარალელურად, საქართველომ უნდა შეძლოს აფხაზური ენის გადარჩენა და განვითარება. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს საკითხი საერთო ევროპული კულტურული დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემად უნდა იქცეს. „დღეს, როცა აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დგას, აფხაზური ენის დღე, პირველ რიგში, ჩვენთვის, აფხაზებისა და ქართველებისთვის უნდა იყოს დაფიქრების დღე, რადგან აფხაზური ენის გადარჩენის გარეშე არ არსებობს აფხაზების გადარჩენა. სიმბოლურია, რომ მდინარე ენგური, რომელიც დღეს ჩვენ ერთმანეთისგან გვყოფს შუმერულ ენაში სიბრძნის სამყოფელ მიწისქვეშა მდინარეს ეწოდებოდა. სიბრძნემ უნდა დაგვაახლოოს ერთმანეთთან, სიბრძნის ნაკლებობამ კატასტროფამდე მიგვიყვანა და თავისი მრავალათასწლოვანი არსებობის პერიოდში, აფხაზური ენა პირველად დადგა გაქრობის საფრთხის წინაშე. საქართველომ, თავისი ევროინტეგრაციის გაღრმავების პარალელურად, უნდა შეძლოს აფხაზური ენის გადარჩენა და განვითარება საერთო ევროპული კულტურული დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემად აქციოს. როგორც გასულ წელს „იუნესკოში“, კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესებასთან დაკავშირებით განვაცხადე, მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით არის შესაძლებელი კავკასიური ენების, მათ შორის, აფხაზური ენის გადარჩენა“. - ნათქვამია განცხადებაში.
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
დაკავეს კაცი, რომელიც პენსიონერებს ატყუებდა და ფულს ითვისებდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)