|
2022-10-24 10:49:28, 1245 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - თუ რუსეთი ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე მოამზადა ის
თუ რუსეთი რეკავს და ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე მოამზადა ის, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას უკრაინის მხრიდან „ბინძური ბომბის" გამოყენებით შესაძლო პროვოკაციის შესახებ. ზელენსკი ამბობს, რომ მსოფლიომ აღნიშნულთან დაკავშირებით მაქსიმალურად მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს. "რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ აწყობს სატელეფონო კარუსელს, ურეკავს საგარეო საქმეთა მინისტრებს და ესაუბრება რაღაც "ბინძური ბირთვული ბომბის" შესახებ. ყველამ კარგად იცის, ვინ არის ამ ომში ყველა სიბინძურის წყარო, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება. თუ ვინმეს შეუძლია გამოიყენოს ატომური იარაღი ევროპის ჩვენს ნაწილში ეს მხოლოდ ერთი სუბიექტია და ამ სუბიექტმა უბრძანა ამხანაგ შოიგუს, სადმე დაერეკა. თუ რუსეთი რეკავს და ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს ერთს - რუსეთმა უკვე მოამზადა ეს ყველაფერი, ახლა მსოფლიომ მაქსიმალურად მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს ესაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)