15:53 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-21 17:51:59, 1003 ნახვა

პოლიტიკა
ბურჭულაძე - თავდაცვით შესაძლებლობებს განვავითარებთ და შესყიდვების მიმართულებით ორ-სამ წელიწადში დიდ მასშტაბებს მივაღწევთ

„ჩვენ თავდაცვით შესაძლებლობებს განვავითარებთ და შესყიდვების მიმართულებით რა ნაბიჯებიც გადავდგით დიდ მასშტაბებს მივაღწევთ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო „იმედის“ გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესყიდვების მიმართულებით იგეგმება უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება საქართველოში: „უკრაინის ომში დრონები გამოცდილია. ჩვენ წლის ბოლომდე მივიღებთ სატესტო ვერსიებს და მომავალ წელს გადავალთ მასიურ წარმოებაზე. ამასთან ერთად ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულებით გადავდგით ნაბიჯები - ისრაელში გავაგზავნეთ მოდერნიზაციისთვის არსებული საშუალებები“. 

რადიო „იმედის“ ეთერში საუბრისას ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ბიუჯეტზეც ისაუბრა და სამხედროების ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პროცესი განგრძობითია. „თუ არ გვეყოლება მომზადებული ჯარისკაცი, ჩვენ ვერ შევძლებთ თავის დაცვას. სამხედრო მოსამსახურეებს იანვრიდან ხელფასი კიდევ 20%-ით გაეზრდებათ და ეს პროცესი იქნება განგრძობითი, რომ ჰქონდეთ შეგრძნება ხელისუფლება მათზე ზრუნავს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics