00:19 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-20 13:09:17, 1799 ნახვა

ომი უკრაინაში
ხარკოვში საგანგებო სიტუაციების მანქანა ნაღმზე აფეთქდა - დაიღუპა 2 ადამიანი, 4 კი დაშავდა

ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მანქანა ნაღმზე აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ორი თანამშრომელი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

სინუბეგოვის თქმით, საფრთხე იმისა, რომ ოლქში სხვა ტერიტორიაც იყოს დანაღმული, კვლავ მაღალი რჩება.

„იზიუმში, ნაღმზე აფეთქდა მანქანა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად. სამწუხაროდ, 2 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა",- წერს სინუბეგოვი.

მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები გათავისუფლებული ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდას აგრძელებენ - მისივე თქმით, თანამშრომლებმა დღეში 657 ფეთქებადი მასალა გაანეიტრალეს.  

შეგახსენებთ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის რამდენიმე დასახლება დროებით დაიკავა.

6 სექტემბერს უკრაინის არმიამ ამ რეგიონში კონტრშეტევა დაიწყო, ხოლო 14 სექტემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოლქი თითქმის მთლიანად გათავისუფლებული იყო. 

6 ოქტომბერს ხარკოვის რეგიონის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელმა, სერგი ბოლვინოვმა განაცხადა, რომ განთავისუფლებულ ტერიტორიაზე დამპყრობლების მიერ მოკლული 534 უკრაინელის ცხედარი აღმოაჩინეს. კერძოდ, მასობრივი საფლავი, საიდაც 447 ცხედარი ამოიღეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics