15:36 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-17 12:22:43, 1480 ნახვა

მსოფლიო
კიევში დრონებით დაბომბვას საცხოვრებელი კორპუსის აფეთქება მოჰყვა - ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

კიევში, შევჩენკოს რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც დილის საათებში რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. კამიკაძე დრონებით დაბომბეს, აფეთქება მოხდა. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში ადამიანების სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

კლიჩკოს განცხადებით, კორპუსის ნანგრევებიდან 18 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, თუმცა ნანგრევებში ორი ადგილობრივი მცხოვრები ისევ რჩება.

"ამ დროისთვის18 ადამიანია გამოყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ რჩება ორი მცხოვრები. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები", - ამბობს კლიჩკო.

ცნობისთვის, ოკუპანტებმა კიევი დილის საათებში ე.წ. კამიკაძე დრონებით დაბომბეს. შევჩენკოს რაიონში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.

გარდა ამისა, თავდასხმა მოხდა კიევში რკინიგზის სადგურთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics