|
2022-10-16 15:43:49, 1352 ნახვა
პოლიტიკა
სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი - შავ სიაში მოხვედრა ხომ არ ნიშნავს, რომ აღარ უნდა ვიმუშაო?
შავ სიაში მოხვედრა ხომ არ ნიშნავს, რომ აღარ უნდა ვიმუშაო. - ამის შესახებ „ტვ პირველთან" ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სკანდალში გახვეული ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელმა, ზურაბ ამირანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მათ მხოლოდ სამშნებელო სამუშაოები და მისი ხარისხი უნდა შეეფასებინათ და ელექტროგაყვანილობასთან საქმე არ ჰქონდათ. „ჩვეულებრივი დამკვეთი იყო, გვიკვეთავდა ექსპერტიზას და ვუსრულებდით, მეტი არაფერი. ეს ბოლო ერთი თუ ორი დასკვნა გააკეთეს სხვაგან. ჩვენ ჩავატარეთ მარტო დემონტაჟის სამუშაოებზე ექსოერტიზა, მერე რაღაც ბეტონების სამშნებელო სამუშაოები იყო ანუ ბეტონები ჩაასხეს, მაგეებზე ჩავატრეთ. ელექტრონაწილზე რომ გადავიდნენ, ჩვენთან აღარ მოვიდნენ, უკვე სხვაგან წავიდნენ. შევაფასეთ დადებითად, იმიტომ, რომ მოდიოდა ფარული სამუშაობს აქტები, მოდიოდა დამოწმებული ფორმა 2-ები და მაგის მერე ვიძლეოდით დასკვნებს ჩვენ. რა ეტაპებიც გავაკეთეთ, იმ ეტაპეში ელექტროობა არ იყო. შადრევანთან რაც სამონტაჟო სამუშაოებია, ის ჩვენ დროს არ მომხდარა, ჩვენ დროს იყო სამშენებლო სამუშოაები. ღია კაბელი, ან შეიძლება გადაბმა სადღაც ყოფილიყო არასწორი ან დამიწებისგან, რა ვიცი. ან თითონ შეიძლება რაღაცა გაფუჭდა. შავი სია მიკრძალავს უბრალოდ ტენდერებში მონაწილეობას, თორემ ფიზიკურ პირთან მე პრობლემა არ მაქვს". - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ზურაბ ამირანაშვილს „TV პირველის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ მოხდა გარდაცვლილი ექსპერტის ხელმოწერა სატენდერო დოკუმენტაციაში, რაზეც მან უპასუხა, რომ სანამ ცოცხალი იყო, გადმოგზავნილი ჰქონდა მეილზე ფაქსიმილია და ის აღნიშნულ დოკუმენტს დაადეს. შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადასარჩენად ორი თანატოლი ბიჭი ეცადა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმე იყო მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის გუშინ მართვის სუნთქვის აპარატოდან მოხსნეს.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)