18:29 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-15 20:51:24, 1132 ნახვა

პოლიტიკა
შოლცი: ევროპელი ხალხის ხმა უნდა ისმოდეს ლისაბონიდან თბილისამდე

გერმანიაში მიმდინარე ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროკავშირის მომავალ გაფართოებაზე ისაუბრა და თქვა, რომ აღმოსავლეთით ბლოკის გაფართოება ევროპისთვის მომგებიანია, თუმცა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს.

შოლცის თქმით, ევროპელი ხალხის ხმა მთელ კონტინენტზე უნდა ისმოდეს – ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე და ლისაბონიდან თბილისამდე.

"დღეს, როცა რუსეთი ცდილობს, ძალადობრივი გზით შეცვალოს საზღვრები თავისუფლებასა და ავტოკრატიას შორის, ჩვენ ევროპის ხალხი ვართ, ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს – ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმაც.

ერთად ჩვენ საფუძველი უნდა ჩავუყაროთ თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ ევროპას. სწორედ ასე შეგვიძლია დავიცვათ ევროპული ღირებულებები როგორც შიგნით, ასევე გარეთ. ევროპა ჩვენი მომავალია და ეს მომავალი გაბედულად უნდა ჩამოვაყალიბოთ". – თქვა შოლცმა.

ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესის მიმდინარეობას,  „ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ესწრება. „ქართული ოცნება“ ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) წევრია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმების დადებას თხოვენ
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics