22:00 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-14 21:41:09, 1215 ნახვა

პოლიტიკა
მურადაშვილი - ამ დრომდე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 100-მდე ადამიანია გამოკითხული

ამ დრომდე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 100-მდე ადამიანია გამოკითხული. - ამის შესახებ  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახა მურადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამოღებულია ყველა ის დოკუმენტაცია, რაც შემხებლობაში იყო პროექტთან.

"დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაინიშნა ყველა საჭირო ექსპერტიზა - დაახლოებით 100-მდე პირია ამ ეტაპზე დაკითხული. გამოძიება სწავლობს ყველა იმ დოკუმენტაციას, რომელიც ამოღებულია შემსრულებელი კომპანიის და თბილისის საქალაქო სამსახურიდან, ეს დოკუმენტაციაა საპროექტო, სამშენებლო, მიღება-ჩაბარების აქტები, ექსპერტიზის დასკვნები და ასევე, ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც შემხებლობაშია აღნიშნული სამუშაოს წარმოებასთან, თუ დაპროექტებასთან". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადასარჩენად ორი თანატოლი ბიჭი ეცადა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics