22:00 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-14 16:52:26, 1018 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - ევროპის საბჭოს რეზოლუციაში ჩემი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა, ვერ ვიტყვი, რომ მახარებს

ევროპის საბჭოს ისტორიულ რეზოლუციაში ჩემი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა - სიტუაციის ზუსტი აღწერაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მახარებს, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რეზოლუციაში მისი ამ კონტექსტში ხსენება საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას აზიანებს. 

"ეს აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და მიმაჩნია, რომ ამ რთულ ვითარებაში საქართველოს ვნებს მეტი შინაგანი კონფრონტაცია და პირიქით, სჭირდება კონსოლიდაცია და საერთო ენის გამონახვა", - დაწერა სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვა და მათ გათავისუფლება მოითხოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics