|
2022-10-07 14:00:35, 1153 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ლომჯარიას - ხალხს თავი სააკაშვილის დამცველად უფრო დაამახსოვრეთ
მინდა ბოლო 5 წლის მანძილზე თქვენს ტრანსფორმაციაზე ვისაუბრო, - ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა სახალხო დამცველს, რომელიც პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს. წილოსანის თქმით, ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის ინსტიტუტი პირადი პრეფერენციების გამოსახატავად აქცია და ხალხს მიხეილ სააკაშვილის დამცველად უფრო დაამახსოვრა თავი. "კრიტიკა რომ გიხაროდათ და თქვენს მხარდამჭერ უმრავლესობას პატივს სცემდით, ეს არჩევისთვის გამოყენებული ეშმაკური ხერხი იყო თუ ახლაც იგივე აზრზე ხართ? "კობახიძე სერიოზულ ფიგურად არ მიმაჩნია"- თქვენ ვინ მოგცათ უფლება, რომ ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის თავმჯდომარეს ლეგიტიმაციას უწუნებთ ან კითხვის ქვეშ აყენებთ? თქვენთვის საკუთარი ხალხის ლეგიტიმაცია უფრო მნიშვნელოვანია თუ დასავლეთის მხრიდან ლეგიტიმაცია, რომელიც ასევე აქვს ჩვენ გუნდს და კობახიძეს. თქვენ სახალხო დამცველის ინსტიტუტი პირადი პრეფერენციების გამოსახატავად აქციეთ და ხალხს თავი სააკაშვილის დამცველად უფრო დაამახსოვრეთ",- განაცხადა წილოსანმა. ცნობისთვის, დღეს, პარლამენტში სახალხო დამცველს უსმენენ. ნინო ლომჯარია საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წლიური ანგარიშით წარსდგა.
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)