|
2022-10-06 22:27:40, 1426 ნახვა
პოლიტიკა
აზარაშვილი - „DRG სისტემის დანერგვას შეფერხება პაციენტების უკმაყოფილებაზე აისახება“
„DRG სისტემით, კლინიკებს ისეთ სატარიფო სისტემასა და საბაზისო ტარიფს განვუსაზღვრავთ, რომ პაციენტს გარკვეული თანხის დამატება აღარ მოუწიოთ“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილმა DRG სისტემის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „დაპირებისამებრ, ყველაფერი მზად გვქონდა და 3 ოქტომბერს უნდა გაგვეშვა კიდეც სისტემა. თუმცა, ჯანდაცვის ასოციაციამ, წერილით, DRG-ს გადავადება გვთხოვა, რადგან, მათი თქმით, კლინიკებს სისტემები აქვთ გადასაწყობი. ვფიქრობ, კლინიკებს, ჰქონდათ საკმარისი დრო და საშუალება, სისტემები ისე გადაეწყოთ, რომ დათქმულ დროს DRG-ს დანერგვას მომზადებულები შეხვედროდნენ, ან მისი გაშვების შემდეგ, როცა სისტემა, ერთგვარად, საპილოტე რეჟიმში იმუშავებდა, პარალელურად განეხორციელებინათ საჭირო ცვლილებები. რაც უფრო შევაფერხებთ DRG სისტემის დანერგვას, მით მეტად აისახება ეს პაციენტების უკმაყოფილებაზე“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სამინისტროს გუნდთან ერთად, DRG სისტემის დანერგვაზე მუშაობა 2022 წლის იანვარში დაიწყო და მისი დანერგვის საბოლოო ვადად ოქტომბერი განისაზღვრა. მინისტრის განმარტებით, პროექტზე, უცხოელ პარტნიორებთან, სხვა ქვეყნების მაგალითების გათვალისწინებით იმუშავეს. DRG დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით, სამედიცინო სერვისების დაფინანსების მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის, დაწესებულებებს გადაუხდის.
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)