22:27 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 21:43:09, 1281 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში მსჯავრდებული ექვსი პირის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

უწყების ცნობით, დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, ბრალდებულებმა ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ მოქმედებას, რომელსაც თან ახლდა ძალადობა.

"მცხეთის ტერიტორიაზე მომხდარი ჩხუბის გამო, შურისძიების მოტივით, ჩხუბში მონაწილე პირებზე ძალადობის მიზნით, მოახდინეს დამატებითი ძალის მობილიზება. 19 ივნისს, დაახლოებით 00:45 საათზე, მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, აღნიშნული პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. საფრთხის თავიდან ასარიდებლად, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ, თუმცა ბრალდებულები დაედევნენ და კვლავ ცდილობდნენ მათზე ძალადობას.

მას შემდეგ, რაც გიორგი შაქარაშვილმა და მასთან მყოფმა პირებმა ისევ დააპირეს თბილისის მიმართულებით წასვლა, ბრალდებულები, ამჯერად მეორედ დაესხნენ მათ თავს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცდილობდნენ ფიზიკურ ძალადობასაც.

ამის გამო, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები ისევ გაიქცნენ და არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიმალნენ. აღნიშნულის შემდეგ, მსჯავრდებულებმა დამალული ერთ-ერთ დაზარალებული იპოვეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილში და მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვეს". - ნათქვამია განცცადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics