18:59 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-05 12:54:41, 1400 ნახვა

მსოფლიო
„თავს სრულიად უდანაშაულოდ ვთვლი” - რუსი ჟურნალისტი შინაპატიმრობიდან გაქცევას ადასტურებს

რუსმა ჟურნალისტმა მარინა ოვსიანიკოვამ დაადასტურა, რომ ის შინაპატიმრობიდან გაიქცა.

მისი თქმით, თავს სრულიად უდანაშაულოდ თვლის და უარს ამბობს 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით დაწესებული აღკვეთის ღონისძიების შესრულებაზე.

„თავს სრულიად უდანაშაულოდ ვთვლი და რადგან ჩვენი სახელმწიფო უარს ამბობს საკუთარი კანონების დაცვაზე, უარს ვამბობ 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით დაწესებული აღკვეთის ღონისძიების შესრულებაზე და გათავისუფლდი მისგან",- წერს ოვსიანიკოვა.

შეგახსენებთ, ოვსიანიკოვა საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი მარტში გახდა, როდესაც მან ხელი შეუშალა პირდაპირ სატელევიზიო მაუწყებლობას ომის საწინააღმდეგო პლაკატებით.იგი მცირე ხნით დააკავეს და შემდეგ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

მარტის პროტესტის შემდეგ, ოვსიანიკოვამ გარკვეული დრო საზღვარგარეთ გაატარა, მათ შორის უკრაინაში. ჟურნალისტმა ივლისის დასაწყისში განაცხადა, რომ ის რუსეთში ბრუნდებოდა შვილების მეურვეობის შესახებ დავის მოსაგვარებლად.

ამასთან, გუშინ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტი ძებნილთა სიაში შეიყვანა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics