|
2022-10-05 10:14:23, 1368 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი - აშშ-ს არ აქვს მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება
აშშ-ს არ აქვს მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ითეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე ,კარინ ჟან-პიერზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, აშშ ამ საკითხს სერიოზულად ეკიდება. „ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ბირთვული იარაღის ჟღარუნს, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ დაგვიფიქსირებია რაიმე მიზეზი ჩვენი სტრატეგიული ბირთვული პოზიციის კორექტირებისთვის და არც იმის მინიშნება გვაქვს, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში. ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება",- განაცხადა ჟან-პიერმა. შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტი მთელ მსოფლიოს ბირთვული იარაღით დაემუქრა. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი „გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას, ეს ბლეფი არ არის“. ამასთან გუშინ, გამოცემა TIMES-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი აპირებს აჩვენოს თავისი მზადყოფნა გამოიყენოს მასობრივი განადგურების იარაღი უკრაინის საზღვრებზე ბირთვული გამოცდით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)