23:19 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-04 11:17:35, 1262 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალში სამხედრო სწავლება მიმდინარეობს

ოკუპირებულ ცხინვალში სამხედრო სწავლება დაიწყო. ე.წ. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გეგმიური წვრთნები სამხედრო მოსამსახურეების უნარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით ტარდება.

"განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამხედრო პერსონალის ინდივიდუალურ ქმედებებს, ასევე მოქმედებებს რაზმებში, ეკიპაჟებსა და ჯგუფებში... საგანმანათლებლო პროცესის ყველა ელემენტის შესრულებისას, დიდი ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებას იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოყენებისას", - ნათქვამია ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. თავდაცვის მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. მარატ პავლოვმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრსა და ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანთან განიხილა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics