23:46 - 01 Aug, 2026
|
2022-10-03 14:58:46, 1550 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო გაწვევა დაიწყო
ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა „განკარგულებას“ 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ. „განკარგულების“ თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გაწვევის ვადა ამოეწურათ, სამსახურიდან დაითხოვენ. „2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აფხაზეთში რეზერვში არ მყოფი და სამხედრო სამსახურში გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეების სამხედრო გაწვევა განხორციელდება“,- აღნიშნულია განკარგულებაში. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების სრული განხორციელება, აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს, რაიონებისა და ქალაქ სოხუმის ადმინისტრაციებს დაევალათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)