|
2022-10-03 13:53:46, 1158 ნახვა
პოლიტიკა
ფრიდონ ინჯია - ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, მან იმდენი რამე გააკეთა, მართლაც რომ გმირია
პარტია "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატი, ფრიდონ ინჯია თვლის, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრსს, ბიზინა ივანიშვილს დეოლიგარქიზაციის კანონი ვერ შეეხება, ვინაიდან ის "მეცენატია და არა ოლიგარქი". როგორც ფრიდონ ინჯიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა "იმდენი რამე გააკეთა, რომ გმირია". "ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, ის მეცენატია. მან იმდენი რამე გააკეთა, მე ახლა ბოლო პერიოდში ვნახე, გავეცანი ინფორმაციას და მართლაც რომ გმირია",- ამბობს ინჯია. შეგახსენებთ, რომ დღეს, 3 ოქტომბერს პარლამენტში დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, "ბიძინა ივანიშვილზე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ფიზიკურად ვერ გავრცელდება".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)