|
2022-10-02 12:15:14, 988 ნახვა
მსოფლიო
ავსტრალია გააფართოვებს სანქციების სიებს ე.წ რეფერენდუმებთან დაკავშირებით
ავსტრალია გააფართოვებს სანქციების სიებს ე.წ „რეფერენდუმებთან“ დაკავშირებით ვინ მოხვდა სანქციების ქვეშ, საჯაროდ არ გახდება ცნობილი. ამასთან ევროკავშირმა რუსეთის წინააღდეგ სანქციების ახალი, მე-8 პაკეტი შეიმუშავა. - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა. მისივე თქმით, გასულ კვირას რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ახალ დონეზე გადაიყვანა. "გასულ კვირას რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ახალ დონეზე გადაიყვანა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოწყობილი მოჩვენებითი რეფერენდუმები არის მიწის მიტაცების ან საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლის უკანონო მცდელობა. მობილიზაცია და პუტინის მუქარა ბირთვულ იარაღის გამოყენების შესახებ, არის ესკალაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯები". - ნათქვამია განცხადებაში. შეერთებულმა შტატებმა ასევე გამოაცხადა ახალი სანქციების სერია ასობით კომპანიისა და ადამიანის წინააღმდეგ, მათ შორის პარლამენტის წევრებისა და მთავრობის წარმომადგენლების ოჯახის წევრების წინააღმდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)