00:04 - 02 Aug, 2026
|
2022-09-30 19:41:04, 1069 ნახვა
პოლიტიკა
სამხარაძე - მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსიას
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ეხმაურება. „მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსიას. ამ გადაწყვეტილებას არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია, ძალისმიერი მეთოდებით საზღვრების შეცვლა დაუშვებელია“, - წერს სამხარაძე. კრემლში გამართულ ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსიას მოაწერა ხელი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)