21:07 - 16 Jul, 2026
|
2022-09-29 11:18:08, 917 ნახვა
მსოფლიო
ნოვოსიბირსკში სამხედრო კომისარიატის შენობას „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს
ნოვოსიბირსკში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისს "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია რეგიონის სამხედრო კომისარზე დაყრდნობით ავრცელებს. ევგენი კუდრიავცევის თქმით, ეჭვმიტანილი დაკავებულია. "ნოვოსიბირსკის, კიროვსკისა და ლენინსკის ოლქების სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის ფანჯრებში ორი "მოლოტოვის კოქტეილი" ისროლეს, რამაც 0,5 კვადრატული მეტრის ფართობზე ხანძარი გამოიწვია“, - აცხადებს სამხედრო კომისარი. მისივე თქმით, ხანძრის ჩაქრობა მალევე მოხერხდა და შენობა არ დაზიანებულა. რუსული მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებზე ცეცხლის წაკიდების სულ მცირე 13 მცდელობა დაფიქსირდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)