|
2022-09-29 11:08:18, 764 ნახვა
მსოფლიო
ტიხანოვსკაია - ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში მიუღებელია, ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელარუს ხალხს
ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია, ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელარუს ხალხს,- ამის შესახებ ბელარუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა. მისი თქმით, ბელარუსი აგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას. „ბელარუსის გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია. ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელარუს ხალხს. ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით და ვცდილობთ უფრო ღრმა თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის“,- წერს ტიხანოვსკაია. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. "მე და პუტინმა ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ", - განაცხადა ლუკაშენკომ ვიზიტისას. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. საგარეო უწყების ცნობით, ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეხებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)