01:25 - 02 Aug, 2026
|
2022-09-28 21:29:11, 972 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - კატეგორიულად ვგმობ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ ოკუპირებულ აფხაზეთში და შეხვედრებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან
კატეგორიულად ვგმობ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ ოკუპირებულ აფხაზეთში და შეხვედრებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან. - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს აზიანებს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს. "კატეგორიულად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს "ვიზიტს" რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში და შეხვედრებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ,რომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)