|
2022-09-28 11:51:06, 1126 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - ევროკავშირი გმობს უკანონო „რეფერენდუმის“ ჩატარებას და მათ გაყალბებულ შედეგს
ევროკავშირი გმობს უკანონო „რეფერენდუმის“ ჩატარებას და მათ გაყალბებულ შედეგს,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგი დარღვევა. „ევროკავშირი გმობს უკანონო „რეფერენდუმის“ ჩატარებას და მათ გაყალბებულ შედეგს. ეს არის უკრაინის სუვერენიტეტის + ტერიტორიული მთლიანობის მორიგი დარღვევა, ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევის ფონზე. ჩვენ მივესალმებით უკრაინელების გამბედაობას, რომლებიც აგრძელებენ რუსეთის შემოჭრასთან დაპირისპირებასა და წინააღმდეგობას",- წერს ბორელი. შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის 4 ოლქში ე.წ "რეფერენდუმს" ჩაატარა. კენჭისყრა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ოლქების "რუსეთთან მიერთებას გულისხმობდა”.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)