|
2022-09-26 17:25:55, 1182 ნახვა
მსოფლიო
Der Spiegel - „რეფერენდუმში” მონაწილეობის გამო გერმანიაში სამსახურიდან მამაკაცი გაათავისუფლეს
გერმანიაში ენერგეტიკული კომპანიის სამმართველოს უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან ის ზაპოროჟიეს რეგიონში გაემგზავრა და ფსევდორეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას გამოცემა Der Spiegel-ი იუწყება. გამოცემის ცნობით, გათავისუფლებული თანამშრომელი, ჰესენში ენერგეტიკის მიმწოდებლის Energie Waldeck-Frankenberg-ის დირექტორი შტეფან შალერია, რომელიც რეფერენდუმზე დამკვირვებელი იყო. „ეს იყო რეაქცია მის მუშაობაზე, როგორც "დამკვირვებლის" უკრაინაში არალეგალურ რუსულ ფიქტიურ "რეფერენდუმებზე"", - აღნშნულია ანგარიშში. მათივე თქმით, აღნიშნული ქმედებით შალერმა ხელი შეუწყო ხმის მიცემას ლეგიტიმურობას. შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის 4 ოლქში ე.წ "რეფერენდუმს" ჩაატარა. კენჭისყრა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ოლქების "რუსეთთან მიერთებას გულისხმობდა”.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)