|
2022-09-23 15:44:52, 1295 ნახვა
პოლიტიკა
„ასეთი პროვინციული ტრაბახი, როგორ შეილება“ - რომან გოცირიძე პრემიერის გაეროში სიტყვით გამოსვლაზე
საგარეო კოსტიუმი მოირგო და ამბობდა ევროკავშირი გვინდა, ამერიკა გვინდაო, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლისას გაერო-ს ასამბლეაზე. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი რაღაც "ჭე" კლასის ინდექსით გამოდიოდა და "ტაბახობდა, თითქოს ამერიკას და შვედეთს ვუსწრებთო". „ეს იყო წყალ-წყალა საუბარი, სტანდარტული ორი ფრაზა. საგარეო კოსტიუმი მოირგო და ამბობდა ევროკავშირი გვინდა, ამერიკა გვინდაო. მერე ჩამოვა, ამ კოსტიუმს გადაიცვამს მეორე მხრიდან, წითელი კოსტიუმით დაგვიდგება, აქ მჯდარი ოთხეულის სახით და მერე ამერიკას და ევროკავშირს ლანძღავს. მოიყვანა რაღაც "ჭე" კლასის ინდექსი და მსოფლიოში ჩვენ ვართო პირველ ადგილზეო, ამაზე პროვინციული ტრაბახი, როგორ შეილება, რომ რაღაც ინდექსით, თითქოს ამერიკას და შვედეთს ვუსწრებთ!“,- განაცხადა რომან გოცირიძემ. გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია 20 სექტემბერს გაიხსნა. მისი დღის წესრიგის უმთავრესი თემაა ომი უკრაინაში. აღსანიშნავია, რომ ასამბლეაზე ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)