|
2022-09-23 14:01:51, 1155 ნახვა
პოლიტიკა
აზარაშვილი ბექა ლილუაშვილს - 15 წუთი ყურადღებით გისმენდით, რომ რამე კონკრეტული პრობლემა გეთქვათ, მაგრამ სამწუხაროდ, ვერაფერი მოვისმინე
15 წუთი ძალიან ყურადღებით გისმენდით, რომ რამე კონკრეტული პრობლემა გეთქვათ, მაგრამ სამწუხაროდ, ვერაფერი მოვისმინე, გარდა იმ სასიხარულო ფაქტისა, რომ თურმე თქვენი იდეა ყოფილა საზოგადოებრივი სამუშოების პროექტის განხორციელება,- ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პარტია "საქართველოსთვის" წევრ ბექა ლილუაშვილს. დეპუტატმა ის კითხვები წარადგინა, რომლითაც ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს მიმართეს. „ბატონო, ბექა 15 წუთი ძალიან ყურადღებით გისმენდით, რომ რამე კონკრეტული პრობლემა იქნებ გეთქვათ, კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი და მერე უფრო დეტალურად მეპასუხა. მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფერი მოვისმინე, გარდა იმ სასიხარულო ფაქტისა, რომ თურმე თქვენი იდეა ყოფილა საზოგადოებრივი სამუშოების პროექტის განხორციელება, თავის დროზე, მაგრამ არასაკმარისი ბიუჯეტის გამო ეს ვერ განხორციელდა. დღეს, საბედნიეროდ, გვაქვს ბიუჯეტში საკმარისი შემოსავლები, საიდანაც შეგვიძლია ეს პროექტი ეფექტიანად ვამუშაოთ“, - აღნიშნა მინისტრმა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)