|
2022-09-23 11:22:58, 1247 ნახვა
პოლიტიკა
სოლომონ პავლიაშვილი მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში მგვ-ს დაქვემდებარებული ორგანიზაციების მიერ ავტორიზაციის გავლის პროცედურულ საკითხებზე იმსჯელეს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ქვეყანაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვის მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ, მგვ-ს დაქვემდებარებული ორგანიზაციების წარმომადგენლების ყველა კითხვას გავცეთ პასუხი“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებულ პროდუქციის მწარმოებლებს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრათ. მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია მგვ-ის ელექტრონულ რეესტრში, იყვნენ მგვ ორგანიზაციის წევრები და აიღონ ვალდებულება შემოტანილი პროდუქციის ნარჩენების შემდგომი მართვის საკითხებზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)