|
2022-09-22 17:51:17, 1280 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - ძეგლთა დაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს, ზოგი რეპრესიებს უწოდებს
ძეგლთა დაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს, ზოგი რეპრესიებს უწოდებს. - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, 4 საქმეზე დამდგარია უკვე გადაწყვეტილება და ოთხივე გადაწყვეტილება არის სამინისტროს სასარგებლოდ. "ძეგლთა დაცვის სისტემაში სერიოზული რეფორმა განხორციელდა. ზოგი ამას რეპრესიებს უწოდებს, ორივე რ-ზე იწყება, არა უშავს. რეფორმა გულისხმობს იმას, რომ ის ადამიანები, ვინც ნეპოტიზმით, უცოდინარობის მიუხედავად, მუშაობდნენ სისტემაში, ჩვენ მათ დავემშვიდობეთ, დიახ, ეს არის ასე. შეგახსენენთ, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენა „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარეობს. მინისტრის მოხსენების შემდეგ კითხვა-პასუხისა და დებატების პროცედურა გაიმართება. „მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმია, რომელიც მთავრობის წევრის მიერ წელიწადში ერთხელ პლენარულ სხდომაზე მისვლას და სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულების შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)