10:53 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 22:25:23, 1726 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ-ს ელჩი კიევში - ყალბი რეფერენდუმი და მობილიზაცია რუსეთის წარუმატებლობის ნიშნებია

ყალბი რეფერენდუმი და მობილიზაცია რუსეთის წარუმატებლობის ნიშნებია. - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კიევში, ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ არასოდეს არ აღიარებს რუსეთის პრეტენზიას ვითომდა ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიაზე.

"ყალბი რეფერენდუმი და მობილიზაცია სისუსტის, რუსეთის წარუმატებლობის ნიშნებია. აშშ არასოდეს არ აღიარებს რუსეთის პრეტენზიას ვითომდა ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიაზე და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას მანამ, სანამ ეს დასჭირდება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics