|
2022-09-20 18:55:48, 881 ნახვა
პოლიტიკა
პოდოლიაკი - რუსები ფიქრობენ, რომ უკანონო „რეფერენდუმი" HIMARS-ს შეაჩერებს
რუსებმა გადაწყვიტეს ასიმეტრიული პასუხის გაცემა უკრაინელების კონტრშეტევაზე . - ამის შესახებ უკრაინის პრესზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცცადა. მისივე თქმით, რუსები ფიქრობენ, რომ უკანონო "რეფერენდუმი" HIMARS-ს შეაჩერებს. "რუსებმა გადაწყვიტეს ასიმეტრიული პასუხის გაცემა უკრაინელების კონტრშეტევაზე - ფიქრი, რომ უკანონო "რეფერენდუმი" შეაჩერებს HIMARS-ს და შეიარაღებულ ძალებს ჩვენს მიწაზე ოკუპანტების განადგურებაში. ნამდვილად გსურთ გაქცევისთვის საჭირო დრო ახალი შოუსთვის გაფლანგოთ? სცადეთ, საინტერესო იქნება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)