12:02 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-19 14:08:25, 1757 ნახვა

ომი უკრაინაში
გაიდაი - უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში, რუსი ოკუპანტების ბაზა გაანადგურეს

უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში, ოკუპირებულ ქალაქ კადიივკაში რუსი ოკუპანტების ბაზა გაანადგურეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს მტრის აღჭურვილობა და პირადი შემადგენლობა ნოვოაიდარის სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე.

„შესანიშნავი ღამე იყო. ქალაქ კადიივკაში რუსული ბაზა, რომელიც ადგილობრივი კულტურის სახლის შენობაში იყო განთავსებული, გავანადგურეთ. აგრეთვე, ნოვოაიდარის სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე განადგურდა მტრის აღჭურვილობა და პირადი შემადგენლობა". - წერს გაიდაი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics