11:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-19 11:43:51, 1544 ნახვა

რეგიონი
კასპში „იმოქმედე გარემოსთვის“ პროექტის ფარგლებში მსოფლიო დასუფთავების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

ქალაქ კასპში „იმოქმედე გარემოსთვის“ პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია "Lets do it საქართველო"-მ  ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით  მსოფლიო დასუფთავების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ღონისძიება სააკაძის ქუჩაზე  სკვერის მიმდებარედ ჩატარდა, სადაც გარემოს დაცვითი თემატიკით  მოიხატა კედელი, პარალელურად კი დასუფთავების აქცია გაიმართა.  „Lets do it საქართველო“-მ მონაწილეებისთვის სახალისო ვიქტორინა ჩაატარა, გამარჯვებულები კი პრიზებით დააჯილდოვა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქალაქის ოთხი საჯარო სკოლის  და შპს ,,ბესიკ ნიპარიშვილი''- მრავალპროფილიანი სკოლა - გიმნაზიის მოსწავლეები, ასევე სათემო ორგანიზაცია "კომლი".
პირველი ღონისძიება „Lets do it საქართველო“-მ კასპში 2021 წლის 18 სექტემბერს გამართა.

ღონისძიება კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და ადგილობრივი რესურსცენტრის მხარდაჭერით და ორგანიზებით გაიმართა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics