2022-09-16 10:03:21, 901 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენმა უკრაინისთვის 600 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 600 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
პენტაგონის ცნობით, პაკეტში შედის საბრძოლო მასალა HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის, ღამის ხედვის სისტემებისთვის, განაღმვის აღჭურვილობა, 105 მმ და 155 მმ საარტილერიო ჭურვები და სხვა აღჭურვილობა.
„აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ვაძლევ უფლებამოსილებას, გამოყოს 600 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით თავდაცვის აქტივები და თავდაცვის დეპარტამენტის მომსახურება, სამხედრო მომზადება და განათლება უკრაინის დასახმარებლად“, - ნათქვამია ბაიდენის განკარგულებაში.
ბაიდენის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 15,8 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია უკრაინას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,