15:24 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-07 19:51:17, 1789 ნახვა

ომი უკრაინაში
ზალუჟნი - რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ 2023 წელსაც გაგრძელდება

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ 2023 წელსაც გაგრძელდება. - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნისა და ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გენერალ მიხაილო ზაბროდსკმა ერთობლივ სტატიაში განაცხადეს.

მათივე თქმით, არ არის გამორიცხული, რუსები ბელარუსის ტერიტორიიდან, ისევ კიევის მიმართულებით წასვლის გეგმებს დაუბრუნდნენ.

"რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ 2023 წელსაც გაგრძელდება. ამჟამად ფრონტზე ვითარება არ ჯდება არც რუსების მიერ დაგეგმილი ბლიცკრიგის და არც 21-ე საუკუნის სხვა ომების ჩარჩოებში". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
კობახიძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ტრაგიკული მოვლენაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics