|
2022-08-30 10:50:18, 1910 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის მე-14 კონფერენციის მონაწილეები კახეთსა და ქართლს ეწვივნენ
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის მე-14 კონფერენციის მონაწილეები კახეთსა და ქართლს ეწვივნენ. ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის მე-14 კონფერენციას, ორი დღის განმავლობაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა. კონფერენციის დასრულების შემდეგ, 100-მდე მონაწილე ქართლსა და კახეთს სტუმრობდა, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, ვაზის ქართულ ჯიშებს, ღვინის წარმოების ტექნოლოგიებს და ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას გაეცნენ, სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინოები დააგემოვნეს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ სტუმრები აშშ-დან, გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, იაპონიიდან, უნგრეთიდან, საფრანგეთიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ნიდერლანდებიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, აღნიშნული კონფერენციის საქართველოში ჩატარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს, როგორც ღვინის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყანას, მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. „ტურების ფარგლებში, რომელსაც მასპინძლობდა ღვინის ეროვნული სააგენტო, სტუმრები ეწვივნენ მეღვინეობის ისეთ უმნიშვნელოვანეს კერებს, როგორიცაა იყალთოს მონასტერი და წინანდლის მამულები", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტ მამუკა წერეთელის განცხადებით, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ როგორც ქართული ღვინის ისტორიას, ისე თანამედროვე ინდუსტრიას. ღვინის ტურის ფარგლებში, ასოციაციის „ქართული ღვინო" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ მიმდინარე წელს საქართველოში ჩატარებული „მერანოს ღვინის ფესტივალის" ფარგლებში გამართული „ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის" გამარჯვებული ღვინოები. ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის მე-14 კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა. AAWE -ის მე-13 წლიური კონფერენცია, პანდემიამდე, 2019 წელს, ვენაში გაიმართა .
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)